“სალომე ზურაბიშვილმა მაოხრებელი გზირის როლი მოირგო, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს ინტერესები დააზიანოს” – დავით ჩიხელიძე

“სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა მაოხრებელი გზირის როლი მოირგო, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს ინტერესები დააზიანოს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა, სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ტყუილი შემოგვთავაზა, სალომეს განცხადებით, „სიღრმისეული დისკუსია მქონდა პრეზიდენტ ტრამპსა და მაკრონთან. საუბარი იყო მოპარულ არჩევნებზე და საგანგაშო რეპრესიებზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ“ 2-წუთიან დიალოგზე, სიღრმისეული საუბრის თქმა, მინიმუმ არასერიოზულად ჟღერს, ტრამპთან შეხვედრის ადგილი ფიზიკურად არ იძლეოდა სიღრმისეული საუბრის შესაძლებლობას, შეხვედრა რომელზეც სალომე მიანიშნებს, სალომეს მიერ წინასწარ დაგეგმილი „შემთხვევითი“ შეხვედრა უფრო იყო, ვიდრე კლასიკური. ტრამპის სალომესადმი დამოკიდებულება კი კარგად ჩანს მათი პირველი შეხვედრის კადრებში, როცა სალომე, შვილის კარნახის შემდეგ, პროტოკოლის სრული უგულებელყოფის ხარჯზე მიესალმე აშშ-ს პრეზიდენტს, თავის მხრივ ტრამპი არც კი წამოდგა, რაც მის დამოკიდებულებას კარგად აჩვენებს. სალომე ტრამპისთვის, არა წონადი ფიგურა არის, რომელთან სერიოზული დისკუსიის გამართვა არასერიოზული და დროის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა.

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა მაოხრებელი გზირის როლი მოირგო, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს ინტერესები დააზიანოს, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 6 დღეში ახალ პრეზიდენტს აირჩევენ!”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები