“შეუძლებელია სხვა რამეზე ფიქრი, როდესაც უყურებ, როგორ უსწორდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში” – გიორგი ქოჩორაშვილი
“სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება, რაც ჩემს სამშობლოში ხდება”, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ფეხბურთელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“შეუძლებელია ამის ყურება.
შეუძლებელია ამის ატანა.
შეუძლებელია ამის “გაპრავება”.
შეუძლებელია ამის მოთმენა.
შეუძლებელია გაჩუმება.
შეუძლებელია სხვა რამეზე ფიქრი, ფეხბურთის თამაში ან ნებისმიერი სხვა, ყოველდღიური საქმის კეთება მაშინ, როდესაც უყურებ, როგორ უსწორდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას.
ჰიმნს, რომელსაც თამაშის წინ, ჩვენს ათი ათასობით გულშემატკივართან ერთად ვმღერით, “თავისუფლება” ჰქვია, თუმცა უკვე მე-11 დღეა, ეს ჰიმნი ჩემთვის ასე ჟღერს:
თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!
თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს!
თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს!
დიდება თავისუფლებას!
თავისუფლებას დიდება!!!”, – წერს ქოჩორაშვილი.