7 ოქტომბერი
10:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2014“ აცხადებს. საკონკურსო პროგრამის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი ისაუბრებენ. მისამართი: უზნაძის 52
10:40
“პირველ პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქალთა პოლიტიკური დისკრიმინაცია, საარჩევნო გარემო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ დოქტორანტის ლევან ტიელიძის წიგნის „საქართველოს მყინვარები“ პრეზენტაცია გაიმართება.
11:00
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის” მუშაობა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი, ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, ივანიშვილის დაანონსებულ გადაცემაზე, ჟურნალისტის ცემის ფაქტზე ბრიფინგს გამართავს.
11:00
“პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმრები არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები საქართველოსთვის” წარმომადგენლები იქნებიან. თემა: ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები.
11:00
ზესტაფონში, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართება. მისამართი: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტაროსელსკის ქუჩაზე, გიორგი ნიკოლაძის ძეგლთან. საკონტაქტო პირი: თამაზ დოლაბერიძე 551 460 777
11:30
“პირველ პრესკლუბში” „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის” მუშაობა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ევროსაბჭოს რეზოლუციასა და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ–ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:30
თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოში, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის” მუშაობა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოც წევრი მამუკა ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორთან თეიმურაზ ხარაშვილთან ერთად სასწრაფო დახმარების ახალი მანქანების აღჭურვისა და გაფორმების პროცესს დაესწრება. მისამართი: ჩოლოყაშვილის 48ბ (ყოფილი 5 დეკემბრის ქ.)
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „პიკასოს კლუბი“ – არჩილ ხარბედია და თამაზ ქუთათელაძე ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ .
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი შოთა მალაშხია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა/დისკუსია გაიმართება. თემა: ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიმდინარე წლის მუშაობის ანგარიში.
12:30
“პირველ პრესკლუბში” “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და პატიმრების ოჯახის წევრები ბრიფინგს გამართავენ. თემა: რუსთავის ქალთა მე-5 საპყრობილის პატიმრის შიმშილობის დაწყება და შეწყალების კომისიის მიერ პატიმრებისადმი მიცემული დაპირებები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ცნობილი პიროვნებების გაკოტრების თაობაზე ბრიფინგს გამართავს.
12:30
ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოში უცხოეთის მოქალაქეთა სამართლებრივი პრობლემები. მისამართი: მელიტონ ქანთარიას ქ. №11 ა (ყოფილი გაგარინის მე-2 შესახვევი), 0 სართული.
13:00
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ნინო ისაკაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის საკითხი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე და ადვოკატი ემზარ პაქსაძე რუსთავი2-ის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.
14:00
ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, მეორე სართულზე მდებარე დარბაზში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ვლადიმერ პაპავასთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან გიგა ზედანიასთან მემორანდუმს მოაწერს ხელს. ასევე, გაფორმდება მემორანდუმი ამავე უნივერსიტეტებსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის. მისამართი: გუდიაშვილის N7.
16:00
იაპონიის ელჩი, რუსთავის ფოლადის დირექტორი და წითელი ჯვრის წარმომადგენლები, ერთობლივად რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განახლებულ სამედიცინო ცენტრს გახსნიან. მისამართი: ქ. რუსთავი, გაგარინის ქ.№12, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სამედიცინო ცენტრი. საკონტაქტო პირი: მარიკა ლომთაძე 595 99 54 40
16:00
რუსთაველის თეატრის ვიპ დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ევროპული და ლათინო-ამერიკული ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატის მასპინძლობა თბილისში.