ზურაბ ქადაგიძე: როცა საკრალურ მსხვერპლს ვერ მიაღწიეს, ირიბად ცდილობენ სხვისი უბედურებით საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება მოიპოვონ 

“რა ნაძირალობაა, უბედურებით მანიპულაცია”, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ავტოავარიის შედეგად ქალის გარდაცვალებაზე საზოგადოების ნაწილის რეაქციას.

„როცა საკრალურ მსხვერპლს ვერ მიაღწიეს, ირიბად ცდილობენ სხვისი უბედურებით საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება მოიპოვონ. ფაშისტები ხართ, ჩვეულებრივი “ჰიტლერები”.

წარმოიდგინეთ, დაღუპული ადამიანის შვილი, ვინც უშუალოდაა ჩართული პროტესტში, ღიად მოუწოდებს ამ ადამიანად წოდებულებს, რომ ყველაფრის კადრება არ შეიძლება!

აი, ეს არის დღევანდელი ოპოზიციის სახე!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები