თინათინ რუხაძემ აზერბაიჯანის ელჩთან – ფაიგ გულიევთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი ჯავიდ მაჰარამოვი.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.