კახა მამულაშვილი – რა ჰონორარი? საერთოდ არ აგვიღია ჰონორარი
მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე კახა მამულაშვილი იმ ქართველი მომღერლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომლებმაც მოსკოვში თბილისობისადმი გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ, ფეისბუქის მეშვეობით პასუხობს.
როგორც კახა მამულაშვილი წერს, ის აღნიშნულ თემაზე პოზიციის გამოხატვისგან თავის შეკავებას აპირებდა, თუმცა იძულებული გახდა, კრიტიკისთვის ეპასუხა. კახა მამულაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„საერთოდ, არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, არც ტელეკომპანიებთან და არც ჟურნალისტებთან, ლელამაც ძალიან მთხოვა, მაგრამ იძულებული გამხადეთ, უბრალოდ, რომ გითხრათ: მიზეზი ბევრია… მთავარი ის არის, რომ საერთოდ არ ვიცნობ გაბედავას, ლელამ 1000 კაცთან გადაიღო სურათი, მაგრამ თქვენ ეს სურათი გაინტერესებთ მარტო, ლელამ უმღერა ამდენ ქართველს, რომლებიც იქ ქართული დროშებით იყვნენ მისულები, მაგრამ თქვენ ეს ხალხი მოღალატეები გგონიათ, რადგან იქ არიან და ცხოვრობენ… რა ჰონორარი? საერთოდ არ აგვიღია ჰონორარი, რომც აგვეღო, არც ეგაა პრობლემა… საერთოდ შორს ვარ იმისგან, რომ Facebook -დან ვიღაცები ვლანძღო და ეს, საერთოდ, მგონია, რომ არასწორია. არასოდეს არ მაინტერესებდა და არ მიკითხავს, რატომ წავიდა „ერისიონი“, რატომ იმღერა პაატა ბურჭულაძემ, რომელიც ჯერ ლანძღეთ და რომ ჩამოვიდა, მერე ბრწყინვალების ორდენი დაჰკიდეთ, არასოდეს არ ჩავთვლი, რომ ისინი მოღალატეები არიან. რა თქმა უნდა, შეიძლება არ მესიამოვნოს რაღაცები, და ვიღაცებსაც არ ესიამოვნოთ, რომ ჩვენ წავედით, ეს შემიძლია გავიგო, მაგრამ როდესაც სამშობლოს ღალატზეა ლაპარაკი, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ, სასაცილოა მართლა, იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენზე მაგას ლაპარაკობს და ჩვენზე ცირკის მოწყობა უნდა. მიშა ხუბუტიას ვიცნობ, ალბათ, 15 წელია, მეტი თუ არა, ჩვენი შეხედულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს, როდესაც ჩავდიოდით რუსეთში, და თუ სადმე ვხვდებოდით, ხელს არასოდეს უშლიდა.
მაგრამ მანდ რომ აფრიალებთ სააკაშვილის სურათებს, მიშაც მეგობრობდა მასთან და ომის შემდეგაც შეხვედრია, მაგრამ ერთი წამით არ მიფიქრია, რომ სააკაშვილი რამე არაქართულს ან არასახელმწიფოებრივს აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ ხუბუტიას არ დაუმალავს, რომ რუსეთის მთავრობასთან ახლოს იყო. როცა ბოლო ომი მოხდა, რაღაც ორ წელიწადში საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას… არ დამიწყოთ ახლა, რომ იმ მიზეზით გაუსწორეს პუტინს, რომ თურმე ელოდებოდნენ, რომ რუსეთი რამეს დათმობდა ან რამეს დააბრუნებდა… არ მომეწონა, მაგრამ ღალატად არ შემიფასებია. სიმღერას თქვენ კუნტრუშს და გართობას ეძახით, ეს პროფესიააააა… მაინც და მაინც რაგბი უნდა ვითანაშოთ და ვიჭიდავოთ, ან ოპერაციები უნდა გავაკეთოთ და ისე ჩავიდეთ რუსეთში? ძალიან გვიხარია რაგბისტები სოჭში რომ ჩადიან, რუსეთის მიერ წაღებულ ტერიტორიაზე, რუსებს რომ უგებენ და თამაშს იქ მცხოვრები ამდენი ქართველი ესწრება, ქართველები რომ ჭიდაობენ და რომ უგებენ ფინალში და იქ რომ პუტინი ესწრება, ისინი მოღალატეები არიან? ამას თავის გასამართლებლად კი არ ვწერ, უბრალოდ ინფორმაციისთვის, ვინმეში რამე თუ არ მომწონს, პირადად ვეუბნები, და ზოგად ჭრდილში არ გადამაქვს და Facebook- დან არ ველაპარაკები, არავინ არ შემიწუხებიხართ ჩემი პრობლემებით, ჩემი პირადი ინტერესები და წყეენა არასოდეს არ დამიყენებია ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ( გამგები გაიგებს). ადამიანებს არასდროს არ დავუვიწყებ პატარა სიკეთესაც კი… ესაა ჩემი პასუხი კომპიუტერთან მჯდომ პატრიოტებს ,,მე ჩემიი ქვეყენის და ჩემი თავის წინაშე ვარ მართალი და არ მაინტერესებს ზოგიერთი ბინძური ტვინი რას ფიქრობს, პრობლემა ჩვენშია, ქართველებში, ისე გვძულს ერთმანეთი. ამ პატარა ქვეყანას ერთმანეთის ლანძღვა – გინებით ვერ ავაშენებთ, მეგობრებო! ყველას სტატუსი წავიკითხე გულმოდგინედ, ძალაუნებურად ამ სტატუსების ლაიქების ავტორებსაც ჩამოვუყევი და ჩემთვის გასაგებია ყველაფერი… იმედია, ყველა თავის დაწერილზე პასუხისმგებელია, ოღონდ იმას არ ვჭამ, როდესაც სხვაზე წერდით და ლელა არ გიხსენებიათ, გაიგებენ ვისაც ვგულისხმობ“,- წერს სოციალურ ქსელში მამულაშვილი.