კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გრაფიკოსის და ფერმწერის – ნოდარ მუმლაძის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გრაფიკოსის, ფერმწერის – ნოდარ მუმლაძის – გარდაცვალების გამო. სამინისტრო პატივს მიაგებს ბატონი ნოდარ მუმლაძის ხსოვნას და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.
ნოდარ მუმლაძე 1983 წლიდან იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და სისტემატურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში.
1974 წლიდან დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. იგი პედაგოგის პოზიციაზე მუშაობდა თბილისის ახლად გახსნილ სამხატვრო სკოლა – ათწლედში. 1985-2024 წლებში იყო თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დირექტორი.
მოღვაწეობის მანძილზე ნოდარ მუმლაძე მრავალგზის დაჯილდოვდა სხვადასხვა სიგელითა და დიპლომით. სახელოვნებო განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მას 2009 წელს მიენიჭა დამსახურებული მასწავლებლის წოდება.