მედვედევი: უკრაინასთან გაზის საკითხზე კომპრომისს უნდა მივაღწიოთ

რუსეთი კვლავ ცდოლობს უკრაინაში გაზის მიწოდების საკითხზე კომპრომისს მიაღწიოს, – წერს რუსული პრესა რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე დაყრდნობით.
მედვედევის განცხადებით, უკრაინასთან გაზის შესახებ კონტაქტები უნდა გაგრძელდეს, ამასთან, პრემიერის თქმით, „უნდა გვესმოდეს ის, რომ ვალი გადახდილი უნდა იყოს, თუმცა პირობები უკრაინისთვის მისაღები უნდა იყოს“.
თავის მხრივ, ენერგეტიკის მინისტრმა უკრაინაში გაზთან დაკავშირებული სიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ის „რთულია“. „შემოდგომა-ზამთრის ნორმალურად გასავლელად გაზის მიწოდება მეზობელ ქვეყანაში უნდა აღვადგინოთ“, – განაცხადა ნოვაკმა. გარდა ამისა, პრემიერმა და მინისტრმა უკრაინის ვალის რესტრუქტურიზაციაზე ისაუბრეს. რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინას 5 მილიარდზე მეტი აქვს მისი ვალი. უკრაინაში კი ამტკიცებენ, რომ ვალი „გაზპრომის“ მხრიდან ფასით მანიპულაციების შედეგად გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ მხარეებმა სარჩელები სტოკჰოლმის არბიტრაჟში შეიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები