ნინო ჩხეიძე საზოგადოებას – მომბეზრდით თქვენი ფსევდოპატრიოტიზმით

ქართველი მომღერალი ნინო ჩხეიძე მოსკოვში გამართულ კონცრტზე გამოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პასუხობს. როგორც მომღერალი წერს, მას მობეზრდა საზოგადოება თავისი ფსევდოპატრიოტიზმით.
„ძალიან მომბეზრდით თქვენი ფსევდოპატრიოტიზმით. საქართველოში ყველა უსაქმური ვითომ პატრიოტი და პოლიტიკოსია. გუშინ კითხვა დასვეს, რამდენია მანძილი წაგღვერიდან მოსკოვამდე. წაღვერიდან მოსკოვამდე 2 საათის მანძილი და წყალტუბოდან ლონდონამდე – ნამდვილად არ ვიცი“, – წერს ჩხეიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისობის დღესასწაული რამდენიმე ქართველმა მომღერალმა, მათ შორის ნინო ჩხეიძემ, ლელა წირწუმიამ და ნინი ბადურაშვილმა მოსკოვში აღნიშნეს, სადაც კონცერტში მონაწილეობა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები