“მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე” – ელენე ხოშტარია

“ჩვენ აქ ნამდვილად გვაქვს აქციისთვის ძალიან ბევრი პარალონი, პლედები, ფოიერვერკები, სნიკერსები, კვერცხები – რომ ვესროლოთ პოლიციას, ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი,“ – ამის შესახებ პარტია “დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მან “დროას“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.

“მე თვითონ ვუთხარი, რომ დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და ხალხის აქცია, მაგრამ დიახ, ყველაფერს ამას ჩვენ ვიყენებთ აქციებზე. ლაზერებს ძალიან დიდი ენთუზიაზმით [ეძებენ], მაგას თავი დავანებოთ, შევიძენთ, მოვიტანთ, ზუსტად იმავეს გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით,“ – განაცხადა ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები