„SWIFT“-ი საკუთარი სერვისებიდან რუსეთის გათიშვას არ აპირებს

საერთაშორისო ბანკთაშორისო კომუნიკაციების სისტემა „SWIFT“-ი რუსეთს საკუთარი სერვისებიდან ცალმხრივად არ გამოთიშავს. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, – წერს უცხოური პრესა.
„SWIFT“-ი საკუთარი პრინციპული ნეიტრალიტეტის შესახებ აცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს არა მარტო რუსეთს, არამედ, მაგალითად, ისრაელს ეხება. „„SWIFT“-ი უზრუნველყოფს თავისი კლიენტების მიერ ოფიციალურად დაწესებული სანქციების შესრულებას, თუმცა თვითონ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს საკუთარი სერვისებიდან ვინმეს გათიშვის შესახებ პოლიტიკური ზეწოლის შედეგად არ მიიღებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები