როდის გავა ეთერში ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემა – ექსპრემიერის კომენტარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემა ყველაზე გვიან ახალ წლამდე, ყველაზე ადრე კი დაახლოებით ერთ თვეში გავა ეთერში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ივანიშვილმა განუცხადა.
ყოფილმა პრემიერმა გადაცემის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ პროექტით კვირაში ერთხელ მაინც გამოჩნდება.
„ერთადერთი, გეტყვით, რომ როგორც იცით, ვამზადებ ტელეპროექტს, ამაზე მეტს ვერ გეტყვით დეტალებზე, რამეთუ დაზუსტებული არ გვაქვს. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ყველაზე გვიან ახალ წლამდე, ყველაზე ადრე ერთ თვეში, ალბათ, გავალთ ეთერში, ამ პროექტით მე გამოვჩნდები და ვიქნები აქტიური კვირაში ერთხელ მაინც”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” ორი პროექტის – “სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა” და “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” პრეზენტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები