“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლებრივად გამართული“ – არჩილ გორდულაძე
“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლებრივად გამართული, სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია – მაშინ გამოდის, რომ არც კონსტიტუცია არ უნდა არსებობდეს ჩვენ ქვეყანაში და არც სამართლებრივი წესრიგი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
“მაშინ გამოდის, რომ არც კონსტიტუცია არ უნდა არსებობდეს ჩვენ ქვეყანაში და არც სამართლებრივი წესრიგი; გამოდის, რომ როდესაც კონკრეტული პარტია დამარცხდება არჩევნებში და ქართველი ხალხი მას მხარს არ დაუჭერს, ნებისმიერ დროს შეუძლია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და შეაფერხოს მთელი სახელმწიფოს საქმიანობა. ეს სცადეს, არც გამოუვიდათ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ახლა აკეთებენ პატრონისგან მიღებულ დავალებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ასე გულითადად გააჟღერა, – უნდა ვიძალადოთ საკონსტიტუციო სასამართლოზეო,“ – აცხადებს გორდულაძე.