ამერიკამ უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 725 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს,- ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დახმარება „სტინგერის“ რაკეტებს, უპილოტო საჰაერო სისტემებს, საბრძოლო მასალას საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, „ჯაველინისა“ და ჯავშანტექნიკას მოიცავს.
„შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას 50-მდე მოკავშირესთან და პარტნიორთან უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფისა და მასთან ასოცირებული შესაძლებლობების კოალიციების მეშვეობით, რათა დააკმაყოფილოს უკრაინის სასწრაფოდ საჭირო ბრძოლის ველის საჭიროებები და დაიცვას რუსული აგრესიისგან“, – აღნიშნულია პენტაგონის ინფორმაციაში.