ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსეთს სამშვიდობო სამიტზე მიიწვევს

კიევი მოსკოვს მეორე სამშვიდობო სამიტზე მიიწვევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის სამიტის ჩაშლას შეეცდება, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ უკვე მოამზადა დეტალური დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება მშვიდობის ფორმულის ძირითად პუნქტებს და ის წარედგინება როგორც იმ ქვეყნებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გეგმას, ასევე მათ, ვინც არ დაუჭირა.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ მზად ვიქნებით შემდეგი ნაბიჯებისთვის. არ ვთმობთ ჩვენს პოზიციას. როგორც ყველა ლიდერს სურდა, რომ რუსეთი მეორე სამიტზე უნდა ყოფილიყო, ჩვენ მათ მოვიწვევთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამიტი გააუქმოს და თავად მშვიდობის ფორმულა შეაჩეროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები