ნინო ბურჯანაძე “ქართულ ოცნებას“ “ნაციონალებთან” მიმართებაში კომპეტენციას უწუნებს

“ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიცია არ არის, ეს პარტია დამნაშავე ორგანიზაციაა – ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, სადაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხები განიხილება.
ამით ბურჯანაძე ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა, ხომ არ გეგმავენ არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები აღნიშნულ ფორმატში “ნაციონალური მოძრაობის“ ჩართვას.
“ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიცია არ არის. ეს პარტია დამნაშავე ორგანიზაციაა. უბრალოდ “ქართულ ოცნებას“ არც ძალა და არც კომპეტენცია არ აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ეს დაუმტკიცოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები