ბორჯომში დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართები განაწილდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა ბორჯომში დევნილი ოჯახებისათვის, კენჭისყრის პრინციპით, საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურა ჩაატარეს.
სამინისტროს პრესსსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახებს ბინები ბორჯომში, ვაშლოვანის ქ. N2-ში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში გადაეცემათ. დევნილი ოჯახების შერჩევა გრძელვადიანის განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მოხდა. ფარული კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები.
შენობაში სულ 18 ბინაა, აქედან 8 – ერთოთახიანი, 5 – ოროთახიანი, 5 – სამოთახიანია.