“პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით” – მდინარაძე მილერის განცხადებას ეხმაურება

“პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

“პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ.

2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან.

3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?

4. ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე.

5. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.

6. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში.

რა ნაცების ტოპტვინები”, – წერს მდინარაძე.

„ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი” – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები