“სოფო ხუნწარია ისე იბრძვის საზმაუს გასათავისუფლებლად, რომ მიუშვა, “ფორმულაც” შეიძლება, შემოეთავისუფლოს” – ჩერგოლეიშვილი
ტელეკომპანია “პირველი არხის” შენობასთან გამართულ აქციას პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სოფო ხუნწარია ისე იბრძვის საზმაუს გასათავისუფლებლად, რომ მიუშვა, “ფორმულაც” შეიძლება, შემოეთავისუფლოს”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, პირველი არხის შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის, მედიის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართა.
ამ წუთებში, “პირველი არხის” პირდაპირ ეთერში სპეციალური ეთერი გადის – აქციის მონაწილეებს ნახევარი საათი დაეთმობათ.