ირაკლი კობახიძე: არ არსებობს არავითარი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების თაობაზე, ერთადერთი, რაც გაყალბდა ამ არჩევნებზე, იყო „ნაცმოძრაობის“ ეგზიტპოლები

არიან ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან არჩევნებში დამარცხებას – კოორდინირებული მოქმედებაა რადიკალურ ოპოზიციასა და გარეთ მათ პატრონებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროპარლამენტარები თავს ესხმოდნენ ეუთოს, იმის გამო, რომ მან აღიარა არჩევნების კონკურენტულობა, იმავეს აკეთებენ აქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.

„არიან ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან არჩევნებში დამარცხებას. აქ კოორდინირებული მოქმედება არის, რადიკალურ ოპოზიციასა და გარეთ მათ პატრონებს შორის. ევროპარლამენტარები თავს ესხმოდნენ ეუთოს, იმის გამო, რომ მან აღიარა არჩევნების კონკურენტულობა. იმავეს აკეთებენ აქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. სინამდვილეში, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების თაობაზე. ერთადერთი, რაც გაყალბდა ამ არჩევნებზე, იყო „ნაცმოძრაობის“ ეგზიტპოლები. „ედისონის“ და „ჰარისის“ ეგზიტპოლები. მანამდე გააყალბეს პივიტი, ოთხი წლის წინ, ახლა პივიტი ვეღარ გააყალბეს, მაგრამ გააყალბეს ორი ეგზიტპოლი. ეს არის რეალურად გაყალბებული 2024 წლის საარჩევნო პერიოდში. ოპოზიცია თვითონ აღიარებს მაღალ აქტივობას, რომ მოვიდა ორ მილიონზე მეტი ამომრჩეველი. პირდაპირ შეგიძლიათ ამოიღოთ მათი წარმომადგენლების ციტატები. მაგალითად, გახარიას პარტია – ჩვენი 161 600 ამომრჩეველი – ამას ამბობს პარტიის წარმომადგენელი.

პირდაპირ აღიარებენ, რომ მათი არც ერთი ხმა არ გაყალბებულა. ასევე, ლელო ლიდერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ აიღეს დაახლოებით 200 000 ხმა. არის დარჩენილი გაყალბებული ეგზიტპოლები, რომელიც ამბობს იმას, რომ არ გაგვიყალბებია „ლელოს“ და გახარიას ხმები, მაგრამ მარტო მიზანმიმართულად გავაყალბეთ „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ ხმები, რაც ტექნიკურადაც კი შეუძლებელია. ერთმანეთთანაც კი წინააღმდეგობა არსებობს ორ გაყალბებულ ეგზიტპოლს შორის. გაყალბებაშიც კი არ ჰქონდათ კოორდინაცია, რაც ძალიან საინტერესოა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები