ახალციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა.
უწყების ინფორმაციით, ახალციხეში, მდინარე ურაველზე თვითნაკეთი ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ და დაჭერილი ჰყავდათ საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი 8 კილოგრამამდე მდინარის კალმახი.
სამართალდამრღვევებს აკრძალული იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოართვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები