წყლის ჭავლით დაზარალებულებმა რუსთაველის გამზირზე ცეცხლი დაანთეს
წყლის ჭავლით დაზარალებულმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ცეცხლი დაანთეს და თბებიან.
ამ დროისთვის სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან სრულად გაათავისუფლა.
საპოლიციო ძალებმა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა საშუალებები გამოიყენეს.
მოქალაქეების პროტესტი რუსთაველის გამზირზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.