რუსთაველზე, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

რუსთაველზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით შლიან. მანამდე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. არიან დაშავებულები, როგორც პოლიციელები, ასევე აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი რუსთაველის გამზირზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები