ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავრაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს
პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
ადგილზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.
გარდა ამისა, დაძაბულობაა 9 აპრილის ქუჩაზეც, სადაც პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად შეხლა-შემოხლას აქვს ადგილი.
დაშავებულია ერთი პოლიციელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი პოლიციელის დაშავების შესახებ.