სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება

სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ასევე ადგილზე მიემართება სპეცტექნიკა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ. ჭიჭინაძის ქუჩის გარდა მოქალაქეები იმყოფებიან ასევე, ჩიტაძის ქუჩაზე და პარლამენტის შენობის წინა მხარეს, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ.

ცნობისთვის, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოსახატავად მას შემდეგ გავიდნენ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები