აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გორგასლის ქუჩა გადაკეტეს
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა გორგასლის ქუჩა გადაკეტეს.
მათი თქმით, “ქართულ ოცნებას” არ მისცემენ უფლებას უარი თქვას საქართველოს ევროპულ მომავალზე.
მმართველი გუნდის ოფისთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ.