საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ უამინდობის გამო, დროებით წყვეტს მუშაობას
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ უამინდობის გამო, დროებით წყვეტს მუშაობას. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, ,,ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.
აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.
ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.