,,კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ შეიძლება საქართველომ დაკარგოს თავისი იდენტობა, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო საკუთარ პრიორიტეტებს ხედავს ისე, როგორც თავის ნომერ პირველ ღირებულებას”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უალტერნატივოა გზა, რომელსაც მშვიდობა და ღირსება ჰქვია.
“მე, სამწუხაროდ, მიწევს იმ რეალობის გათვალისწინება და მხედველობაში მიღება, რომელიც შეიქმნა ქართულ-ევროკავშირის ურთიერთობებში, ეს ნამდვილად არ არის ის მოცემულობა, რომელსაც ვისურვებდით, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, არიან ისეთი პოლიტიკური ძალები ევროპაში, რომლისთვისაც ცოტა განსხვავებული პრიორიტეტები შეიძლება არსებობდეს, განსხვავებული იმ შეხედულებიდან, რაც ჩვენ გაგვაჩნია საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ შეიძლება საქართველომ დაკარგოს თავისი იდენტობა, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო საკუთარ პრიორიტეტებს ხედავს ისე, როგორც თავის ნომერ პირველ ღირებულებას.
მინდა, დავარწმუნო ჩვენი ამომრჩეველი, რომ თუკი ჩვენ არ ვიმოძრავებთ იმ ტრაექტორიით, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი და თუკი ჩვენ არ გვექნება ამ გზაზე გაცნობიერებული, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, გამორიცხულია, რომ საქართველო ოდესმე იქცეს ევროკავშირის სახელმწიფოდ. უალტერნატივოა გზა, რომელსაც ჰქვია მშვიდობა და ღირსება. ჩვენ უნდა ვიყოთ ეკონომიკურადაც ძლიერები,”- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.