ლევან იოსელიანმა ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს სახალხო დამცველმა აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

“ხაზი გაუსვა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებრივ მდგომარეობას და ტოლერანტული გარემოს განმტკიცების მნიშვნელობასა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის გამოწვევებს, მათ შორის, სიცოცხლის, ჯანდაცვის, განათლებისა და გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებს. სტუდენტები მხარეთა შერიგების შესაძლებლობებითა და მექანიზმებითაც დაინტერესდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები