“საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 444-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი”, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
“ევროპარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და იმავეს მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას. ის ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის”, – წერს იოზვიაკი.