იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, მატეო რენცი დაიკავებს

  იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ფლორენციის მერი მატეო რენცი დაიკავებს – ამის შესახებ ინფორმაციას “ბი–ბი–სი” ავრცელებს.
იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯიო ნაპოლიტანომ, ენრიკო ლეტას თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილა. ასევე მან დაადასტურა, რომ უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები პარტიებთან ახალი მთავრობის ფორმირების საკითხზე.
პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსულტაციები ამ თემაზე დღეს დასრულდება.
იტალიის ყოფილმა პრემიერმა ენრიკო ლეტამ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მატეო რენცის მოთხოვნით “დემოკრატიულმა პარტიამ” მხარი დაუჭირა მის წასვლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები