დმიტრო კულება: აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს.

როგორც კულება აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმების გასაფორმებლად განწყობილი არ არის. ის ასევე ფიქრობს, რომ თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია კიევს იარაღის მიწოდებას შეუწყვეტს, უკრაინის ფრონტის ხაზების ჩამოშლის საფრთხე არსებობს.

„პუტინს კვლავ სჯერა, რომ შეუძლია უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურება და უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიის დამარცხება და ის ფიქრობს, რომ მას ერთი ნაბიჯი აშორებს დასავლეთის სისუსტის გამოააშკარავებისგან. უკრაინა პუტინის პირადი აკვიატებაა, თუმცა უკრაინის განადგურება ასევე ნიშნავს მისი დიდი მიზნის მიღწევას – აჩვენოს მსოფლიოს, რომ დასავლეთს არ შეუძლია საკუთარი თავის ან იმის დაცვა, რასაც მხარს უჭერს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დასავლელი პარტნიორების სიმტკიცე, განსაკუთრებით გერმანიის, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია. მან აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთმა შეძლო ჩრდილოეთ კორეის მსგავსი მოკავშირეების პოვნა ჯარების გასაგზავნად.

„სიმართლე ის არის, რომ დღეს რუსეთს ჰყავს მეგობარი, რომელიც მზად არის გაგზავნოს სამხედროები რუსეთისთვის ომში დასაღუპად“, – თქვა კულებამ და აღნიშნა, რომ კიევის მოკავშირეები არათანმიმდევრულები და არასანდო არიან იარაღის მიწოდების საკითხში

მანამდე, მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პირობებში ომი უფრო სწრაფად დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები