26 ნოემბერი დავით მონავარდისაშვილის დაბადების დღეა

დღეს დავით მონავარდისაშვილს 65 წელი შეუსრულდა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი   ულოცავს მას დაბადების დღეს.
„გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი და მოქანდაკე, დავით მონავარდისაშვილი ექსპერიმენტატორი ხელოვანია. მისი შემოქმედება ორიგინალურია, მასალათა მრავალფეროვნებით დიზაინის, სკულპტურისა და ფერწერის პრინციპების ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. ლურსმნების, სავარძლებისა და მავთულების სერიაში, მავთულს თითქოს გრაფიკული ხაზის ფუნქცია აქვს და სამგანზომილებიან გრავიურის ვიზუალს ქმნის. ეს ნამუშევრები ხშირად სხვადასხვა ასოციაციას და ალუზიას იწვევს.
დავით მონავარდისაშვილი აქტიურად მოღვაწეობს სცენოგრაფიის დარგში და გააფორმა არაერთი სპექტაკლი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები