თურქეთში მამაკაცმა ცოლ-შვილი, დედ-მამა და ოჯახის სხვა წევრები მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში, მამაკაცმა ოჯახის 8 წევრი მოკლა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
33 წლის ბახთიარ ალადაღმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა საკუთარი 10 წლის ვაჟი, მეუღლე, დედა, მამა, და, ბიძაშვილი, სიდედრი და მეუღლის ძმა. მოგვიანებით, მამაკაცმა თავი იმავე იარაღით მოიკლა.
სამართალდამცველებმა ალადაღის მეუღლე, მისი 10 წლის შვილი და სიდედრი ბუიუქჩექმეჯეს ტბასთან, გარდაცვლილები იპოვეს. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში დაკარგულებად ითვლებოდნენ.
პოლიციის ცნობით, მამაკაცი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული და ოჯახის წევრებთან ხშირი კონფლიქტი ჰქონდა.
ვრცელდება ვარაუდი, რომ მამაკაცს მკვლელობები წინასწარ ჰქონდა განზრახული და იარაღით მიზანში სროლაში ვარჯიშობდა.