კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე: ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა
“ჩვენი პოზიცია ნათელია, ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, თუმცა როგორც უკვე ვხედავთ, სამწუხაროდ, ეს არ იქნა გათვალისწინებული და ვერ მოხერხდა”, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ მანდატების შესაძლო ჩახსნის საკითხს გამოეხმაურა.
“ამიტომ, იქნება ინდივიდუალური გადაწყვეტილებები. “კოალიცია ძლიერი საქართველო“ ყოველთვის არის მკაფიო, პირდაპირი და თამამი საკუთარ განცხადებებში. პირველ საათზე მოისმენთ სწორედ ასეთ განცხადებას“, – განმარტა კუპრაძემ.