შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს.

პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები