“თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შალვა პაპუაშვილი არის ადამიანი, რომელმაც დაიმსახურა არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ ყველა ობიექტური ადამიანის ნდობა” – მდინარაძე

“ფორმალობაც და რეალობაც მოითხოვს, რომ შალვა პაპუაშვილს უმრავლესობის სახელით ნდობა გამოვუცხადო. მისი განვლილი საქმიანობა ამის სრულ საფუძველს გვაძლევს და თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შალვა პაპუაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დაიმსახურა არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ ყველა ობიექტური ადამიანის ნდობა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პაპუაშვილს მხარს უჭერს.

„პირველ რიგში, მსურს, ყველა ამომრჩეველს გადავუხადო დიდი მადლობა ნდობისთვის. მართლაც რთულია, ნდობა მოიპოვო მეოთხე ჯერზე და საზოგადოებამ მოგცეს მანდატი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურო სამშობლოს. მსურს მადლობა გადავუხადო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც ობიექტურად, ზედმიწევნით სწორად ჩაატარა საარჩევნო პროცედურები. ვიღაც უფასებს ამას, ვიღაც – არა, მაგრამ ყველა ობიექტურმა ადამიანმა, ზოგმა ჩვენმა ოპონენტმაც კი ძალიან კარგად იცის, რომ არათუ ყბადაღებული, მოგონილი 300 ათასი, არამედ 300 ხმის გაყალბების მტკიცებულებაც ვერ დადეს. ვერ დადებდნენ, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები