„ვინც ქმნის თავისუფალ ქვეყანას, ის საზოგადოება, რომელიც არის ქართული, უბრალოდ ქართული კი არა, თავისი არსითაც ქართული – ეს საზოგადოება იმარჯვებს დღეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ამ საზოგადოებამ გაიმარჯვა კიდევ ერთხელ დღეს, რომელი საზოგადოებაც გაპროტესტებასაც არ ერიდება თუ რამე გასაპროტესტებელია, რომელი საზოგადოებაც ტყუილებს არ ექვემდებარება და არ იჯერებს იმ პირწმინდა სისულელეს აქ ჟურნალისტებიც, რომ ვერ ბედავენ შემოსვლას ამ თემაში, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა. ამაზე სერიოზულად თუ ვინმეს წამოსცდება, მაინტერესებს მასთან პოლემიკა, არც ერთხელ არ შემოვიდა არცერთი ამ პოლემიკაში.
შესაბამისად, ამის გაგრძელება, ამ ლიბერალური ფაშიზმის, ამ ტყუილების, ანუ გაბედვა უნდა ამას, ამას სჭირდება თავხედობის ხარისხი, შუბლზე ძარღვის გაწყვეტა კი არ სჭირდება, შუბლზე ძარღვის არქონა სჭირდება ასეთი თავხედობების მტკიცებას.
შესაბამისად, ქართველი ხალხი რატომ არ დგას დღეს გარეთ, რატომ არიან დაორგანიზებული ერთეული ადამიანები, იმიტომ არიან, რომ ასეთ რაღაცას არავინ იჯერებს. როგორც პარტიული აქტივი კი ბატონო, აქვთ ამის უფლება. ყვირიან, აბრახუნებენ, მაგრამ არ აქვთ თქვენზე [“ქრონიკის” ჟურნალისტზე] ამორალური თავდასხმის უფლება, არ აქვთ იმ ლიბერალური ფაშიზმის უფლება. ამას პასუხი უნდა გაეცეს და აუცილებლად გაეცემა“, – განაცხადა მდინარაძემ.