“ოპოზიციას უნდა ესმოდეს, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არის თუ არა, ეს მათ ნებაზე კი არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია მოსახლეობის ნებაზე” – გიორგი კახიანი
“ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არის თუ არა, ეს მათ ნებაზე კი არ არის დამოკიდებული და იმაზე – ისინი შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში, ეს დამოკიდებული არის მოსახლეობის ნებაზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს კონსტიტუციის ფარგლებში მოხდა ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა.
“ქართულმა ოცნებამ,” რომელიც დღეს უმრავლესობით არის წარმოდგენილი, 1 200 000 ადამიანზე მეტი ხმა მიიღო. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არის თუ არა, ეს მათ ნებაზე კი არ არის დამოკიდებული და იმაზე – ისინი შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში, ეს დამოკიდებული არის მოსახლეობის ნებაზე. მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა. დღეს მოსახლეობის ნების შესაბამისად, კონსტიტუციის ფარგლებში მოხდა ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და პარლამენტი ჩვეულებრივად შეუდგება საქმიანობას”, – აღნიშნა კახიანმა.