“16 ნოემბრის ინციდენტის გამო, დავით კირთაძეს ოთხი წლის ვადით შეეზღუდება საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობა” – კალანდარიშვილი

“ყველას კარგად გვახსოვს 16 ნოემბერს ცესკოს სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ უკვე დაადგინა სამართალდარღვევა, რის გამოც აღნიშნულ პირს ოთხი წლის ვადით შეეზღუდება საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობა”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„მომხდარი ფაქტი არ დასრულდა იმ სავალალო შედეგით, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, მომხდარიყო ხილვადობის დაკარგვა. მივიღე გარკვეული დაზიანებები. დღესაც მაქვს გარკვეული წვის შეგრძნება, გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობა თვითონ მხედველობის კუთხით აღნიშნულ თვალში, თუმცა საბედნიეროდ მხედველობა არ დამიკარგავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დანარჩენს ყველაფერს გამოძიება გასცემს პასუხს. ეს ჩვენს პრეროგატივას არ წარმოადგენს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები