“ამ მოწვევის პარლამენტს ბევრი საქმე აქვს საკეთებელი, რადგან ქართველმა ხალხმა კონკრეტული დავალებით აგვირჩია” – ნინო წილოსანი
“უმნიშვნელოვანესი დღე არის, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დაიწყო მუშაობა, შეუდგა უფლებამოსილებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნდობის გამოცხადების პროცესი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მან პარლამენტს მის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“უმნიშვნელოვანესი დღე არის, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დაიწყო მუშაობა, შეუდგა უფლებამოსილებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნდობის გამოცხადების პროცესი. მადლობელი ვარ იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ იქნა გამოცხადებული. პარლამენტის ვიცესპიკერობა, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა. ამ მოწვევის პარლამენტს ბევრი საქმე აქვს საკეთებელი, რადგან ქართველმა ხალხმა კონკრეტული დავალებით აგვირჩია. ის დაპირებები, ის მიზნები, რაც წინასაარჩევნოდ იყო განცხადებული აუცილებლად უნდა შესრულდეს”, – აღნიშნა წილოსანმა.