საკანონმდებლო ორგანომ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია.
მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე 16 კომიტეტის თავმჯდომარეები იქნა არჩეული.
დეპუტატებმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ გელა სამხარაულს დაუჭირეს მხარი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გივი მიქანაძე აირჩიეს; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მაია ბითაძეს დაუჭირეს მხარი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ირაკლი ზარქუა უხელმძღვანელებს; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა ლევან მახაშვილი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატებმა ალექსანდრე ტაბატაძეს დაუჭირეს მხარი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს გიორგი კახიანი; კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა გიორგი გაბუნია; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ირაკლი ქადაგიშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ნიკოლოზ სამხარაძე უხელმძღვანელებს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით მათიკაშვილი აირჩიეს; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ კი პაატა კვიჟინაძეს დაუჭირეს მხარი; სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა კი ზაზა ლომინაძემ დაიკავა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე უწევს.