ღუდუშაური – ოპოზიციაზე: სინამდვილეში, ეძებენ გზებს და ღია კარს, რომ როგორმე პარლამენტში შემოვიდნენ

”ხედავთ მათ არათანმიმდევრულობას, როგორ გაჭირვებაში არიან ჩავარდნილები. სინამდვილეში, ეძებენ გზებს და ღია კარს, რომ როგორმე პარლამენტში შემოვიდნენ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

“ეს ადამიანები შემოვლენ პარლამენტში, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მათ მაგალითად კალმები არ აქვთ, მივაწვდით, ყველანაირ საშუალებას შევუქმნით რომ დაწერონ მანდატებზე უარის განაცხადი და დაიცვან პროცედურები“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები