“პარლამენტს პირველი სხდომიდან 45 დღის ვადაში აქვს ვალდებულება, რომ დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები” – გიორგი კალანდარიშვილი

“კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი. შესაბამისად, პარლამენტის მიერ აღნიშნული თარიღის განსაზღვრისთანავე, ინსტიტუცია უზრუნველყოფს მის ადმინისტრირებას”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტს პირველი სხდომიდან 45 დღის ვადაში აქვს ვალდებულება, რომ დანიშნოს ეს არჩევნები.

“როგორც იცით, პარლამენტს პირველი სხდომიდან 45 დღის ვადაში აქვს ვალდებულება, რომ დანიშნოს ეს არჩევნები. შესაბამისად, რა ვადებშიც არ უნდა განისაზღვროს და რა ვადებშიც არ უნდა მოხდეს მისი ჩანიშვნა, ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ კანონმდებლობის ნორმებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით მის ადმინისტრირებას. როგორც იცით, ეს არჩევნები ტარდება ტრადიციული წესით, არა ელექტრონულით. ჩვენ სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ უზრუნველყოფთ როგორც სამართლებრივად, ასევე პროცედურულად მის ადმინისტრირებას. რა თქმა უნდა, დაველოდებით პარლამენტის გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი აირჩევა არა პირდაპირი წესით საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც 300 ხმოსანისგან შედგება. აქ არის მთელი რიგი საკანონმდებლო მოცემულობები, რომლებიც ითვალისწინებს კოლეგიის დაკომპლექტებას და მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის როლს მის ადმინისტრირებაში”, – განმარტა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები