ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაია დაიკითხება

 თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 საათზე ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სად-ის უფროსის ყოფილი მოადგილე რევაზ ჭარბაძე სკაიპით დაიკითხება.
აღნიშნულ საქმეზე ასევე დაგეგმილია ბრალდებული ბაჩო ახალაიას დაკითხვაც.
დღევანდელ პროცესზე სკაიპის მეშვეობით, საბერძნეთიდან დათა ახალაიას დაკითხვაც იგეგმებოდა, თუმცა, ახალაიას ექსტრადირებასთან დაკავშირებული პროცესი საბერძნეთის სასამართლოში უნდა გაიმართოს და ამის გამო დათა ახალაიას დაკითხვა არ მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები