გიორგი ჩაკვეტაძე: თუ მათ სურვილი აქვთ, რომ საქართველო განვითარდეს, ამის ერთადერთი საშუალება, რაც ცივილიზებულმა სამყარომ მოიგონა, არის პარლამენტი და ის სივრცეები, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება

„მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუ მაგარი გოგოები და ბიჭები არიან, შემოვიდნენ და ერთად ვიდავოთ ქვეყნის განვითარებაზე, ერთად ვიდავოთ იმ რეფორმებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს”,-ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

,,თუ მათ სურვილი აქვთ, რომ საქართველო განვითარდეს, ამის ერთადერთი საშუალება, რაც ცივილიზებულმა სამყარომ მოიგონა, არის პარლამენტი და ის სივრცეები, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.

მაგრამ, ეს ადამიანები არიან ქუჩის ოპოზიცია და მათი მიზანია დარჩნენ ქუჩის ოპოზიციად. მათ აქვთ საკმარისი მანდატები იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთონ, მაგრამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც მათი „დირიჟორები“ უკარნახებენ“, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ცნობისთვის, მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები