ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძის მიერ წმინდა გიორგის ხატის შეცვლასა და მასზე შავი ლაქის მიხატვას ეხმიანება.
„საპატრიარქოს რუსეთის ინსტიტუციად აცხადებენ, პატრიარქს აგენტად, მღვდლებზე ამორალურ სიუჟეტებს ამზადებენ, წმინდანებსა და მეფეებს აგინებენ, სკოლებში “ლგბტ” პროპაგანდის დანერგვას ემხრობიან”- წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ რადიკალური ძალების მკრეხელობა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი სააკაშვილის დამოკიდებულებებს იზიარებენ. ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერს იხსენებს, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი წმინდანებს არასასურველ კონტექსტში მოიხსენიებდა.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ეგოს დასაკმაყოფილებლად ყველაფერს იკადრებენ, აღნიშნული საქციელი კი მათთვის ჩვეულია.
„რატომ გიკვირთ, ამ უსამშობლოს მკრეხელობა?!
სააკაშვილი, რომ ღლიცინებს წმინდანებზე ეგ ჩანაწერი არ გახსოვთ?
ჰოდა, იმავე დამოკიდებულებით აგრძელებენ ეს ნაძირალები ყველაფერი ქართულისა და ტრადიციულის მიმართ.
რა შეიცვალა? ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას – საპატრიარქოს რუსეთის ინსტიტუციად აცხადებენ, პატრიარქს აგენტად, მღვდლებზე ამორალურ სიუჟეტებს ამზადებენ, წმინდანებსა და მეფეებს აგინებენ, სკოლებში “ლგბტ” პროპაგანდის დანერგვას ემხრობიან.
თუ პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას, საკუთარი მამიდების გაქირავება დასჭირდება, მაგასაც იზამენ და ნუ გიკვირთ ამ “ოგბუნუჯუს ხურდის” ეს საქციელი, ყველაზე ავთენტური საქციელია უსამშობლოსგან!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.