საპროტესტო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე, მემორიალთან მსვლელობით მივიდნენ.

როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, ისინი მოძრაობას 22:00 საათამდე გადაკეტავენ.

აქციის მონაწილეების თქმით ისინი „გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

ასევე, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა, ღამეს ათენებენ. ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმის შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები