ირაკლი ფავლენიშვილი: ჩვენი გეგმა არის წინააღმდეგობა – რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას

“ჩვენი გეგმა არის წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, მთავარი გეგმა ქუჩის პროტესტია.

“25-შიც და უახლოეს დღეებშიც, ჩვენი მთავარი გეგმა არის ქუჩის პროტესტი. არ ვაპირებთ ჩვენი პროტესტი იყოს პროგნოზირებადი, რადგან, როდესაც პროგნოზირებადია პროტესტი, ეს რეჟიმისთვის ხელსაყრელია,”- აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები