გიორგი ვოლსკი: „იმედს“ არასოდეს არასრული, ან არასწორი ინფორმაცია მაყურებლისთვის არ მიუწოდებია – საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის დუმილი განპირობებულია იმით, რომ ორმაგი სტანდარტი კვლავ მოქმედებს

“საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის დუმილი განპირობებულია იმით, რომ ორმაგი სტანდარტი კვლავ მოქმედებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, “იმედს”  არასრული, ან არასწორი ინფორმაცია მაყურებლისთვის არ მიუწოდებია.

„იმედი“ არის მედიასაშუალება, რომელსაც აქვს გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები, არც შეიძლება რომ არ ჰქონდეს, მაგრამ არასოდეს არასრული, ან არასწორი ინფორმაცია მაყურებლისთვის არ მიუწოდებია. რასაკვირველია ეს არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, ხოლო დიპლომატიურ წარმომადგენლებს არ აწყობთ რადიკალური ოპოზიციის ამ მიმართულებით ასეთი, აბსოლუტურად შეუფერებელი უგვანო გამოვლინების კრიტიკა“, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები